Friday, May 1, 2009

"პატარა ქველმოქმედები"

განიხილეთ შემდეგი ფრაზა ბავშვებთან:

"მშვიდობა არის ის, როცა სავსე ხარ კარგი გრძნობებით."

ჩვენდა სამწუხაროდ სოციალური პრობლემების , პოლიტიკური დაძაბულობის, ბუნებრივი კატაკლიზმებისა, თუ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები ყოველდღიურად აისახება ჩვენი ბავშვების სულიერ სამყაროზე. ამ ფონზე თითქოს გაუფერულდა და აღარავინ აქცევს ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ფასეულობებს, როგორიცაა : სიყვარული, სიკეთე, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა, თავმდაბლობა, ერთობა, მშვიდობა . . . და ქველმოქმედება . . .

"მე მინდა მქონდეს თბილი სახლი"


აქტივობა

გადავწყვიტეთ “პატარა ქველმოქმედები” გავმხდარიყავით და ამით ჩვენი მცირედი წვლილი შეგვეტანა ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების კეთილშობილურ საქმეში.



სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ დღეს საქართველოში ასეთი ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობა არსებობს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი რეგიონისთვის- გორისთვის. ჩვენც გვყავს კლასში ორი იძულებით გადაადგილებული ბავშვი - მარი და მიშიკო, რომლებიც ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე .


ეს ნატოს შემოქმედებაა!

ბავშვები გამოფენისთვის დიდი სიყვარულით და მონდომებით ემზადებოდნენ და ულამაზესი ნამუშევრებიც გამოუვიდათ. ბავშვების მიერ დამზადებული სააღდგომო კვერცხების გამოფენა- გაყიდვიდან შემოსული თანხა “იავნანას” ფონდში გადავრიცხეთ.



ღონისძიების ბოლოს ჩვენ მართლაც სავსე ვიყავით კარგი გრძნობებით, დავანთეთ "სიკეთის სანთლები" და მშვიდად და დაცულად ვიგრძენით თავი.

ს ა ს ი ხ ა რ უ ლ ო ს ი ა ხ ლ ე !!!




მივიღეთ ძალიან თბილი გამოხმაურება ბატონ პაატა ბურჭულაძისგან, რამაც უზომოდ გაგვახარა:

ეს იყო ომი . . .

ეს იყო ომი . . .
ამ პოსტერის მომზადებაში ნატოს თავისი დედიკო-მაკა დაეხმარა

Followers

თქვენ ხართ სტუმარი №